Architectural | ცენტრის შესახებ
7351
page-template-default,page,page-id-7351,ajax_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-5.0.1,vc_responsive
 

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის

 მიმართვა

არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონკურსების თაობაზე

 საქართველოს არქიტექტორთა კავშირი მნიშვნელოვან პროცესად მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონკურსების გააქტიურებას. ვთვლით, რომ მხოლოდ კონკურსები იძლევა საშუალებას, ღია შეჯიბრების გზით, მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება კონკრეტული ამოცანის დასაძლევად და ხელი შევუწყოთ საუკეთესო არქიტექტურული პრაქტიკის დამკვიდრებას.

იმის გამო, რომ კავშირი შემდგომშიც ვაცხადებთ კონკურსების მხარდაჭერას, მივმართავთ ორგანიზატორებს (განურჩევლად მათი იურიდიული სტატუსისა) გამოიყენონ მხოლოდ კონკურსების სანიმუშო დებულების ძირითადი პრინციპები, რომლის თანახმადაც განსაკუთრებულად დაცული უნდა იყოს:

  • საკონკურსო ჟიურის დაკომპლექტების წესი
  • საკონკურსო ვადები
  • კონკურსის ჰონორარი
  • პროექტების განხილვისა და შედეგების გამოცხადების გონივრული ვადები;
  • საჯაროობის უზრუნველყოფა
  • საავტორო უფლებების დაცვა და სადავო საკითხების განხილვის პირობები.

არქიტექტორთა კავშირი, აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, მხარდაჭერისა და თანამშრომლის თაობაზე აცხადებს მუდმივ მზადყოფნას. სხვა შემთხვევებში,  ერთის მხრივ, ემიჯნება პროცესებს, ხოლო მეორეს მხრივ, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ფორმას, რათა არ შეილახოს, კონკურსების ჩატარების საყოველთაოდ აღიარებული  წესები და დაცული იქნეს კონკურსში მონაწილე არქიტექტორთა უფლებები.

არქიტექტორთა კავშირი, როგორც არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის – UIA-ს ნაციონალური სექცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ლეგიტიმური უფლება – გაუწიოს მონიტორინგი, როგორც საერთაშორისო, ასევე  ქვეყნის შიგნით გამართულ არქიტექტურულ კონკურსებს, ხელმძღვანელობს;

  1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის – OON-ის, იუნესკოს 1978 27 ნოემბრის პარიზის მე-20 სესიის – არქიტექტურულ-ქალაქგეგმარების კონკურსების მოწყობის – შესახებ  რეკომენდაციების საფუძველზე.
  2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის – OON-ის, პარიზის 2006 23 თებერვლის არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებით კონკურსების მონიტორინგის თაობაზე — 174 EX/22 Partie I გადაწყვეტილებით.

 

 

საქართველოს არქიტექტორთა კავშირი