ქალაქ თბილისი, სოფელ კიკეთის საკურორტო ზონაში ს.კ 81.01.01.809 და ს.კ 81.01.01.810 მიწის ნაკვეთზე დასასვენებელი საზაფხულო რეზიდენციის-ვილის არქიტექტურულ იდეის-კონცეფციის კონკურსი
საკონკურსო საბაზისო მასალები:
საკონკურსო კონცეფციის შემუშავებისა და სადემოსტრაციო მასალების მომზადების მიზნით კონკურსში მონაწილე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სახის საბაზისო დოკუმენტები:
- კონკურსის პროგრამა და პირობები.
- საკონკურსო ტერიტორიის საკადასტრო მონაცემები.
- საკონკურსო ტერიტორიის და მიმდებარე არეალის ორთოფოტო.
- ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა საკადასტრო საზღვრების ჩვენებით.
- ტერიტორიის მნიშვნელოვანი ხედების ფოტო მასალები ფოტომონტაჟისათვის.
- ტექნიკური მონაცემები საპროექტო მოცულობებზე.